მოგესალმებათ .GE დომენის რეგისტრატორი

10.02.2014-დან GOV.GE ზონის ადმინისტრირება განხორციელდება ავტომატიზებული ვებ პორტალის, https://dns.cloud.gov.ge საშუალებით სსიპ სმართ ლოჯიქის მიერ.

 

12.04.2012 - მოხდა .ge დომენის ზონის განახლება - მეორადი სერვერი sunic.sunet.se ჩანაცვლდა ge.hostmaster.ua -ით (Secondary NS has been updated for .GE domain zone.
Obsoleted secondary NS sunic.sunet.se is replaced by new secondary NS ge.hostmaster.ua)

16.07.2010 - გაცნობებთ, რომ 26 ივლისიდან დაიწყება დომენების ავტომატურად გათიშვა.
გამოირთვება ორი კატეგორიის დომენები: 1. ახალი რეგისტრირებული დომენები, რაც არ არის გადახდილი 1 თვის განმავლობაში (მაგ. 26 ივლისს გამოირთვება 26 ივნისს რეგისტრირებუილ დომენები), 2. ძველი რეგისტრირებული დომენი ვადის გასვლიდან 1 თვე ისევ იმუშავებს, და თუ მაინც არ იქნება გადახდილი დომენის წლიური ღირებულება, 1 თვის შემდეგ გაითიშება (მაგ. 26 ივლისს გამოირთვება 26 ივნისს ვადაგასული დომენები).
უკვე ვადაგასული დომენები ეტაპობრივად გამოირთვება, რასაც წინასწარ შეგატყობინებთ ელ.ფოსტით. 

30.11.2009 - დღეიდან დომენის რეგისტრაციისათვის მობრძანდით კავკასუს ონლაინის ახალ ოფისში: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მეტრო "ვაჟა-ფშაველა"-სთან.

21.03.2009 - დღეს 10.00-დან იწყება მეორე დონის ორსიმბოლოიანი დომენების რეგისტრაცია. განაცხადი მიიღება ონლაინ შეკვეთის საფუძველზე.

19.02.2009 - გაცნობებთ, რომ .ge დომენის რეგისტრაციის წესებსა და პირობებში შეტანილია ცვლილებები. ახალი წესები ძალაში შევა 2009 წლის 21 მარტიდან.

10.10.2008 - დომენის რეგისტრაციის სისტემის განახლებასთან დაკავშირებით დომენის შეკვეთა შეჩერებულია 1-დან 3 საათამდე.

27.08.2008  -  გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ დომენის წლიური ღირებულების დროულად დაფარვას. საკონტაქტო ელ. ფოსტაზე აუცილებლად მოგივათ გაფრთხილება. წერილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დომენი გაითიშება, 15 დღის შემდეგ კი გაუქმდება.

 

 

.გე დომენის ადმინისტრაცია

 

ამ საიტის მეშვეობით საშუალება გეძლევათ დაარეგისტრიროთ თქვენი ვებ მისამართები საქართველოსთვის განკუთვნილ ნაციონალურ დომენ ზონაში – .GE

შეარჩიეთ სასურველი დომენის სახელი
შეამოწმეთ შერჩეული დომენი თავისუფალია, თუ არა
შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა
30 დღის მანძილზე გადაიხადეთ გადასახადი
რეგისტრაციამდე, გთხოვთ გაეცნოთ .GE დომენის რეგისტრაციის წესებს.